воскресенье, 9 ноября 2008 г.

ანდაზები და ხალხური გამონათქვამები

1. პროექტის სახელი: ანდაზები და ხალხური გამონათქვამები

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ითვალისწინებს ქართული ხალხური გამონათქვამებისა და ანდაზების მოძიებასა და გაცნობას.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები თავს მოუყრიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ ხალხურ გამონათქვამებს, გაესაუბრებიან რეგიონის მოსახლეობას, აიღებენ მათგან ინტერვიუს, გადაუღებენ ფოტოებს და მათი დახმარებით მოიძიებენ იმ ხალხურ გამონათქვამებს, რომლებიც დღეს მივიწყებულია, ან თუნდაც ახალია. გადახედავენ ძველ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და დააკვირდებიან რამდენად ხშირად გვხვდება დღევანდელ ლიტერატურაში ანდაზები და ხალხური გამონათქვამები. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოპოვებული გამონათქვამებიდან თუ იყო ისეთი, რომელიც არც ძველ და არც თანამედროვე ლიტერატურაში არ შეხვდათ.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14,15,16,17 IX-X-XI

5. ვადები/ხანგრძლივობა:1 წელი.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ხალხური გამონათქვამებისა და ანდაზების მოძიება ქართულ მწერლობაში.საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გასვლის გრაპიკის შედგენა ხალხში არსებული გამონათქვამების მოძიების მიზნით.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას:ქართულ ენაში არსებული ხალხური გამონათქვამებისა თუ ანდაზების უკეთ გაცნობა, გათავისება,არდავიწყება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. შეიქმნება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს პროექტზე მუშაობის პროცესს. მოსალოდნელია ძველი გამონათქვამების გვერდით, ახალი, თანამედროვე გამონათქვამებიც ვიხილოთ.

8. სარგებელი სხვებისთვის:ქართველებისათვის იქნება შეხსენება იმისა, თუ საიდან მოვდივართ, რამდენად ღრმა და ძლიერი ფესვები გვაქვს და რომ ამ ყოველივეს გაფრთხილება სჭირდება.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, გეოგრაფია,ისტორია,მათემატიკა.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა ექიზაშვილი, ნონა ჯაჯანიძე.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanaekizashvili@gmail.com jajanidze@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.school133.blogspot.com